ფეხბურთი

16:13 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: “საკუთარი კედლები რომ არა, ბრაზილია ვერ მოიგებდა”

ლეგენდარულმა არგენტინელმა დიეგო მარადონამ კონფედერაციის თასის აწდასრულებულ გათამაშებაზე კომენტარი გააკეთა. არგენტინის ნაკრების ყოფილ თავკაცს მიაჩნია, რომ ფინალურ მატჩი ბრაზილიელებმა მასპინძლის სტატუსის დამსახურებით მოიგეს.

“ესპანეთს არ გაუმართლა, რადგან ტურნირი ბრაზილიაში ტარდებოდა. “ფურია როხა” ბევრს გვპირდებოდა და მის დამარცხებას ბრაზილიელები ვერ შეძლებდნენ, რომ არა საკუთარი კედლების ფაქტორი. მსოფლიოს ჩემპიონატს სამხრეთამერიკელები მოიგებენ. იმედია, ეს არგენტინა იქნება. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რჩება. ლეო კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარზე მაღალი კლასისაა”, - განუცხადა მარადონამ Sambafoot-ს.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ შეხვედრაში, ბრაზილიელებმა ესპანელებს 3:0 სძლიეს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118835