ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა ფრანგული “მონპელიეს” გაწვრთნაზე თანახმაა. ამის შესახებ მარადონას წარმომადგენელმა ნაიჰუბ იუსეფმა განუცხადა RMC Sport-ს.
“მარადონამ გვითხრა, რომ “მონპელიესთან” მოლაპარაკებების გასამართად მზადაა. ამისათვის, ოფიციალურ წინადადებაა საჭირო. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებს ამას ფაქსით დღესვე შევატყობინებთ. უნდა იცოდნენ, რომ მოლაპარაკებების დაწყება უკვე შეუძლიათ. თუკი პსჟ-ში ბექჰემი თამაშობს, რატომ არ შეიძლება “მონპელიესაც” ჰყავდეს გუნდში ასეთი კალიბრის ადამიანი?”, - განაცხადა იუსეფმა.
რამდენადაც ცნობილია, “მონპელიე” მარადონასადმი დიდ ინტერესს იჩენს და სავარაუდოდ, მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.