ფეხბურთი

12:09 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: “იმედია, ნეიმარს კულტურისტად არ გადააქცევენ”

დიეგო მარადონამ, ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში, “ბარსელონას” ბრაზილიელ ახალწვეულ ნეიმარზე ისაუბრა.

“ნეიმარის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. ის შეუდარებელია და იმედია, ფეხბურთელს კულტურისტად არ აქცევენ. უბრალოდ, დააცადონ ფეხბურთის თამაში და ამით, პირველ ყოვლისა, თავად კლუბი დარჩება მოგებული”, – განაცხადა მარადონამ.

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის პროგნოზიც გააკეთა – ბრაზილიელებმა კონფედერაციათა თასზე ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშეს, მაგრამ მუნდიალზე ფავორიტები მაინც არგენტინელები იქნებიანო. 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121361