ფეხბურთი

13:31 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: “არასოდეს არაფერი მომიპარავს”

ლეგენდარული დიეგო მარადონა რომში ჩავიდა. აეროპორტში მას პირადი ადვოკატი ანჯელო პიცანი დახვდა. მასთან ერთად მარადონა უახლოეს დღეებში “მშობლიურ” ნეაპოლში ჩავა და პრეს-კონფერენციასაც გამართავს. მიზეზი? მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია, 52 წლის არგენტინელი, თავის დროზე გადასახადების გადაუხდელობის გამო, იტალიაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს: “მატყუარა არ ვარ და სულაც არ მეშინოდა იტალიაში დაბრუნების, - აცხადებს მარადონა, - მე ფეხბურთს ვთამაშობდი და ვიღაც ადამიანები კონტრაქტებზე ხელს აწერდნენ. პირადად ხელი არაფერზე მომიწერია. ის, ვინც მართლა დასასჯელია, თავისუფლად დასეირნობს ნეაპოლში, მე კი პერსონა ნონ გრატად მაცხადებენ. ეს უსამართლობაა. მინდა, იტალიაში ჯენტლმენივით დავბრუნდე. მე ხომ არასოდეს არაფერი მომიპარავს”.
შეგახსენებთ, რომ მარადონა “ნაპოლიში” 7 წლის განმავლობაში (1984-91) თამაშობდა, რა ხნის განმავლობაშიც ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 2005 წელს კი მას საგადასახადო დეკლარაცია მიუვიდა, რომლის მიხედვითაც ჯარიმად 35 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1262