კალათბურთი

16:36 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: “მიხარია, რომ გუნდში ყველაზე მეტი სათამაშო დრო მაქვს”

მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” მატჩში ლამის სამმაგი დუბლი შეასრულა, გასული თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის ცსკა სერბებს სტამბულში მიმდინარე “გლორიას თასის” ეგიდით გაეჯიბრა, “მანუმ” კი 28 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

“ცხადია, ცსკა-ში გადასვლის შემდეგ, “ცრვენა ზვეზდასთან” მატჩი, ჩემთვის საუკეთესოა, თუმცა, მთავარია, რომ მოვიგეთ და იმაზე ნაკლები შეცდომა დავუშვით, ვიდრე – გასულ შეხვედრებში. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა ისე ვითამაშოთ, როგორც შეგვიძლია.

თავი უკეთესად უნდა დავიცვათ და შეტევაში ნაკლები ბურთი დავკარგოთ. გუნდში ყველაზე მეტი სათამაშო დრო მაქვს? მიხარია, რომ ასეა, მაგრამ მესმის, რომ ტრავმირებული ბიჭების დაბრუნების შემდეგ, ეს დრო შემცირდება.

თუმცა, ამაზე არ ვნაღვლობ. უბრალოდ, სანამ შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ, თამაშისგან სიამოვნება მივიღო. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ “ცრვენა ზვეზდასთან” მატჩში ასეთი კარგი სტატისტიკა მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. თანაგუნდელები ძალიან დამეხმარენ. ისინი ჩინებულ პასებს მაწვდიდნენ და მეც ვაგდებდი.

გასულ თამაშში დაცვაში ჩასვლას ვაგვიანებდით და სერბებმა პირველი ტემპით ბევრი ქულა მიითვალეს. მოუთმენლად ველით ხრიაპას, უიმსის და დე კოლოს დაბრუნებას და ჩვენი ნამდვილი სახეც მაშინ გამოჩნდება”.

ცნობისთვის, ცსკა-ს სტამბულის ტურნირზე მორიგი მატჩი 25 სექტემბერს “ფენერბაჰჩესთან” ელის. ამგვარად, მარკოიშვილი საქართველოს ნაკრებში ძველ თანაგუნდელ რიკი ჰიკმანს შეხვდება, რომელიც თურქული კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. მატჩი თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება და ინტერნეტის საშუალებით მისი ხილვა ამ ბმულზე იქნება შესაძლებელი http://www.trt.net.tr/Anasayfa/canli.aspx?y=tv&k=trtspor

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118901