ხორვატიასთან მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მხრიდან იგორ კოკოშკოვი და 25 ქულის ჩამგდები გიორგი ცინცაძე გამოცხადნენ, იასმინ რეპეშამ კი ანტე ტომიჩი იახლა, რომელმაც გადამწყვეტი ორქულიანი მიითვალა. მათ გარდა, მატჩის შეფასება მანუჩარ მარკოიშვილს და რიკი ჰიკმანსაც ვთხოვეთ.
იგორ კოკოშკოვი: “ხორვატიის ნაკრებს და მის თავკაცს გამარჯვებას ვულოცავ. კარგი თამაში იყო და ვფიქრობ, გულშემატკივარმაც ისიამოვნა. ჩვენ ზონური დაცვა მოვსინჯეთ, რომელმაც მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა. ბოლო შეტევაში ტომიჩმა მარცხენა ხელიდან შეუტია და ამ დროს თავის დაცვა უფრო ძნელი იყო. ანტე ჩინებული კალათბურთელია და თანაც 40-წუთიანი მძიმე მატჩის ბოლოსკენ ისეთივე კონცენტრაციით დაცვა ძალიან ძნელია. ცინცაძემ მართლაც კარგად ითამაშა, პრინციპში, მას არანაირი შეზღუდვა არ დავუწესეთ და თავისუფლად გაისარჯა”.
მანუჩარ მარკოიშვილი: “სამწუხაროა, რომ ცინცაძემ, ჰიკმანმა, სანიკიძემ და სხვა ბიჭებმაც კარგად ითამაშეს, მე კი მათ ვერაფრით დავეხმარე. ისედაც მოკლე სკამი გვაქვს და როდესაც დამატებით გუნდის ერთი წევრი სათანადო დონეზე ვერ ითამაშებს, წარმატების შანსი მცირდება. იმედია, შემდეგ თამაშებში ყველაფერს გამოვასწორებ. ამ მატჩის მოგებით, საქმეს ძალიან წინ ვიგდებდით, თუმცა, წინ კიდევ 3 თამაშია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთ”.
გიორგი ცინცაძე: “ხორვატებს გამარჯვებას ვულოცავ. დასანანად წავაგეთ, მაგრამ ასეთია კალათბურთი. უკანასკნელ წამებზე ხან შენ იმარჯვებ, ხან – მეტოქე. მიუხედავად მარცხისა, ევროპის ჩემპიონატზე ისეთივე მონდომებით უნდა გავაგრძელოთ თამაში, როგორც – აქამდე. წარმატების შანსი ჯერაც არის”.
რიკი ჰიკმანი: “დრამატული მატჩი გამოდგა, რაც კალათბურთში ხშირად ხდება. დასანანად წავაგეთ, თუმცა დაკარგული არაფერია. წინ ხომ კიდევ 3 შეხვედრაა”.
იასმინ რეპეშა: “მაღალი დონის თამაში იყო და მინდა, ორივე ნაკრების კალათბურთელებს მივულოცო. ასეთი მატჩები ხშირია. გამარჯვებასთან ორივე გუნდი ახლოს იყო და ბოლოს ფორტუნამ ჩვენ გადმოგვხედა. ისე კი, მოსაგებად ყველაფერი გავიღეთ, როგორც ფიზიკურად, ასევე – მენტალურად. ადრეც ვთქვი, რომ საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს და ეს, ჯერ კიდევ ევრობასკეტამდე, მოსამზადებელ ციკლში გამოჩნდა, შემდეგ კი პოლონეთთან ჩინებული გამარჯვება იყო. მეტოქის მხრიდან ცინცაძე და ჰიკმანი უნდა გამოვყო. მათ ძალიან პროდუქტიულად ითამაშეს. იმედია, ეს ჩვენი მომგებიანი სერიის დასაწყისი იქნება. მომავალი თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ”.
ანტე ტომიჩი: “ესპანეთთან მძიმე მარცხის შემდეგ, დღევანდელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო. ბიჭებმა ძალიან მოინდომეს და წარმატებას მივაღწიეთ. ახლა, დასვენება გვაქვს და მომავალი თამაშებისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ”.
www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხუთეულის გარდა ყველა ნულია, ფაცაცია საერთოდპროთეზია, სხვა დანარჩენებიც. ეჰ გვყადეს ზაზა და შენგელია ნახავდით სანამდე წავიდოდით. მარცხი ცალსახად მწვრთნელის ბრალი იყო!!! ასეთ დროს ჯარიმა უნდა აიღო 100 დან 100-ს შემთხვევაში, 1 ქულით იგებ, ბოლო წამებია, აიღე ჯარიმა, ისვრიან ორ საჯარიმოს, მსროლელი დაძაბულია. არის სამი შემთხვევა: ვერ ჩააგდო ვერცერთი ჯარიმა-მატჩი მოგებულია. ჩაგდო ერთი-ოვერტაიმი გარაანტირებულია და 15-20 წამი გაქვს ერთი შეტევისთვის და 2 ქულიანის ჩასაგდებად და თამაშს იგებ, მესამე ვარიანტი, ჩააგდო ორივე-1 ქულით აგებ და ოცი წამი გაქვს ორქულიანის ჩასაგდებად და იგებ თამაშს!!! ასეთ დროს ჯარიმის არ აღება საშინელი არაპროფესიონალიზმია, შანსს არ იტოვებ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ფუი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მაგ დროს ჯარიმას არ იღებენ ეგეთი სისულელე რაც შენ დაწერე ცხოვრებაში არ გამიგია გაგებაში არ ხარ კალათბურთის და ჯობია ფეხბურთს მიაწვე
როცა საჯარიმოს სროლის საერტო პროცენტულობა 80% და ორქულიანის ჩაგდების 40 აბა რომელი ჯობი ამემგონი სტატისტიკა მართალიაა და დიდი შანსს აძლევ ჯარიმით უფრო ...
მარკოიშვილის მომენტის ლინკი თუ გაქვთ დადეთ რა, უკანალზე რო მოსვა პოლონელი
)))))
ცინძაძემ წაიღო და ბურთის ჩაგდება მოინდომა მასე ვინ ჩაგაგდებინებს რაღაც ხომ უნდა დაეგეგმათ
ბოლოს ჰიკმანს უნდა შეეტია ზანგებმა იციან ფანტასტიური ბურთების ჩაგდება
რა მოკლე სკამი გვაქვს მართლა
|| ძირითადი ხუთეულის გარდა მოედანზე მხოლოდ 2 კალათბურთელის გამოყვანა თუ ღირს მხოლოდ ://
ბიჭები მართლა გმირები არიან და არავის მოუბრუნდება ენა, რომ რომელიმეზე რამე ცუდი თქვას. რაგბისტები და კალათბურთელები იგებენ თუ აგებენ სამარცხვინოდ და უგულოდ არ თამაშობენ. უფრო მეტად ჭირდებათ გამხნევება და შანსი კიდევ რჩება ბოლო წუთამდე იბრძოლებენ ბიჭები და ჩვენ არ გვაქვს უფლება ყურების ჩამოყრის. იქ ვერ ვამხნევებთ ბევრნი და აქედან მაინც გავამხნევოთ
გუშინდელი მარცხის მიზეზები ბევრია.
მწვრთნელი როცა ხედავ, რომ ქულა-ქულაზე მიდის ვალდებული ხარ ერთი წუთშესვენება შეინახო ბოლოსთვის.
უნდა აეღოთ ჯარიმა, როგორც გუშინ გამოჩნდა მითითება ქონდათ რომ ჯარიმა არ აეღოთ მაგრამ მარკოიშვილმა მაინც აიღო ოღონდ უფრო ადრე უნდა ყოფილიყო და ბოლო შეტევა ჰიკმანით უნდა დასრულებულიყო თუ კარგად დააკვირდით მარტო იდგა პერიმეტრზე.
შერმადინის შეცვლა 2.03 სიმაღლის კალათბურთელით, თან რომელსაც არ აქვს გამოცდილება. ექსპერიმენტები ამხანაგურებზე უნდა ეკეთებინა და არა ევროპაზე უშუალო კონკურენტთან.
ცქიტიშვილის 3 წუთი. ბოლოში გასაგებია ქულა-ქულაზე მიდის თამაში და მაქსიმალურად ტვირთავ ძირითადის კალათბურთელებს მაგაზე არავინ არაფერს ამბობს მაგრამ თამაშის საწყისი და შუა პერიოდში ბევრი სარგებლის მოტანა შეეძლო ცქიტოს.
მარკოიშვილის 4 ქულა, მაგრამ ამ კაცს ნაკრებისთვის იმდენი აქვს გაკეთებული არავინ გაბედავს რამე ზედმეტი თქვას, ვფიქრობ რომ ყველაზე პროფესიონალია ნაკრებში და მონდომება ყველაზე მეტი ქონდა გუშინ.
ძირითადი მოთამაშეების გადაღლა. ამხანაგურებიდან მოყოლებული ამ მოკლე პერიოდში თითქმის არცერთ თამაშში არ მისცემიათ დასვენების საშუალება. პოლონეთთან სანიკიძე, მარკოიშვილმა და შერმადინმა დაგლიჯეს, მაგრამ გუშინ აშკარად დაეტყოთ გადაღლა.
ჩემი აზრით გუშინდელი მარცხის გლობალური მიზეზებია საინტერესო და არა ლოკალური, კონკრეტული მატჩისას გამოვლენილი, როგორიცაა ამათუიმ მოთამაშის ცუდი გარჯა, რადგანაც 5-ივე კალათბურთელი კარგად ვერასდროს თამაშობს ხოლმე. გლობალური მიზეზი კი არის მოკლე სკამი და შედარებით ნაკლები საერთაშორისო გამოცდილება როგორც მოთამაშეების, ისე მწვრთნელის.
გუშინდელ თამაშზე მაქვს ლაპარაკი კონკრეტულად. მოკლე სკამი, რომ გვაქვს და ეგ პრობლემაა ვიცით უკვე დიდი ხანია. და ხუთივე თუ კარგად ვერ თამაშობს ეგ გადაღლის ბრალია, გადაღლა გასაგებია, რომ მოკლე სკამმა გამოიწვია მაგრამ გრძელი სკამიც გვყავდა და ყოველთვის ესე ხდებოდა ძირითადი ხუთეული თამაშობდა ყოველთვის და შერმადინს გამოუცდელი 2.03 სიმაღლის კალათბურთელით, რომ შეცვლი მწვრთნელი ეგ შეიძლება იქცეს მართლა გლობალურად
ყველა მომენტი სწორად უნდა გამოიყენოს მწვრთნელმა, როდის ვინ დაასვენოს, წუთ შესვენება როდის გამოიყენოს ჯარიმა როდის და კიდევ ბევრი რაღაც.გუშინდელი წაგების მიზეზი რაც იყო ჩემი აზრით მე ის დავწერე
გლობალური მიზეზია არა კვატი
მოკლე სკამი გლობალური მიზეზია?

აი რა კვატი რა??? გლობალური/ლოკალური, მიკრო/მაკრო გაგიგია კაი, მარა იცი რას ნიშნავს??? რატომ არის მოკლე სკამი, ბევრი კარგი კალათბურთელი გვყავს და სახლში დატოვეს??? თუ არ გვყავს ამათ გარდა არავინ??? და ამათ გარდა რომ არავინ გვყავს ეგ გლობალური არაა??? ამას პირველ კურსზე ასწავლიან მაღლივშიც კი. ამ ფორუმზე რომ შემოხვალ გული გაგისკდება კაცს: ზოგი ვარიანტებს მათემატიკური პრინციპების უგულებელყოფით ითვლის, ზოგი გლობალურ-ლოკალურში და მსგავს "ძნელ" ტერმინებში იხლართება, სიტყვების დამახინჯება ხომ იცოცხლე: ტრანვა, ბალეშიკი და მილიონი სხვა.
წადით ბიძია და ელემენტარული მათემატიკა და ქართული ენა ისწავლეთ, ეგებ ქვეყანას გამოადგეთ რამეში.
კაცმა რაღაც ნორმალური აზრი ჩამოაყალიბა და ამან კვატიო, სკამი გლობალურიაო??? თან ღიმილით, ამას ქვია "სამაუვერენნი ბალვან" რუსულად. აი, ასეთ ფორუმებზე ჩანს ჩვენი მასის(საზოგადოება ჯერ არ გვყავს სამწუხაროდ) ინტელექტის და განათლების უსასოობა.
ჯგრო ვართ და თუ ესე გავაგრძელეთ კიდევ ძალიან დიდხანს ვიქნებით სამწუხაროდ. სანამ ქართველი ქართველის გატანას არ ვისწავლით ჩვენ არაფერი გვეშველება
მართალია სამწუხაროდ..
აუ იგივე შეცდომას რატომ ვუშვებთ რაც მაკედონიასთან? ჩემი აზრით ჯობდა ჯარიმა აიღო, პირველი იმიტომ რომ ბოლო წამები იყო და ნერვების ამბავია, შეიძლება ნერვებს ემტყუნა და ერთ ერთი მაინც გაემაზა და მერე ჩვენი იყო ბურთი და მეორეც რომც ცაეგდო ორივე მთლი 20 წამი გქვონდა გასათამაშებლად ბოლომდე გავიტამაშებდით და შევოდოდა რომელიმე ფართან ან ჩავაგდებდით ან ჯარიმას აიღებდნენ ჩვენზე..... შეიძლება ვცდები მაგრამ ჩემი აზრით ასე ჯობდა, მაკედონიასტანაც მასე წავაგეთ და გუშინაც! თუმცა მაიცნ საღოლ ბიჭებს
არ არის მასე მარტივად საქმე, მაშინ ისინიც აიღებდნენ ჩვენი ბოლო შეტევისას ჯარიმას, გვასროლინებდნენ 2 საჯარიმოს და მერე თავად დარჩებოდათ 18-19 წამი შესატევად. მერე ისევ ჩვენ უნდა აგვეღო, მერე ისევ იმათ და დაგვეხოცა ერთმანეთი ბოლო შეტევისთვის, მაგრამ ამდენი ჯარიმის ან წუთშესვენების ფუფუნება სადღაა ბოლო წუთებში.
ჩეხეთი როგორი გუნდია,არ მაქვს ნანახი მაგათი თამაშები,ნეტავ ხორვატებზი ძლიერები არიან???!ანუ,იმის თქმა მინდა, რომ შანსები თანაბარი თუ გვაქვს??ბოლო სროლა ცოტა მოუმზადებელი ვესროლეთ ამის დედაც ჯეკ!არ იყო რა წასაგებიიი....
მანუჩარი კიდე საქართველოს ნაკრების ცოცხალი ლეგენდაა!
აქ არაა მთავარიი ვის რა ბრალი იყო..მთავარი ის იყო რო ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი დადეს რო მოეგოთ.იღბალი ხორვატიის მხარეს იყო მეტი არაფერი..წარმომიდგენია ზააზ და თოკო რო ყოფილიყვნენ რას შევჭამდით ამათ..
ჰიკმანზე ბლოკის დაყენებისას ჯარიმა არ იყო? მოძრაობაში შეეჯახა დააკვირდით აბა წესების მცოდნეებმა, რავიცი NBA ში ჯარიმას დებენ ხოლმე
0?'>http://sportall.ambebi.ge/mtavari/video.html?view=video&video=2839':'>http://sportall.ambebi.ge/mtavari/video.html?view=video&video=2839'))
ორივე ფეხით მოძრაობდა , უეჭველი ჯარიმა იყო . ანდა ორი ჯარიმა რატო ასროლინეს ?
რომელ მომენზტე ამბობ? წამი მიუთითე ..
ბოლო ბურთი რო ჩაგვიგდეს ჰიკმანზე ბლოკი
xorvatebis bolo shetevisas jarima rato ar aviget ver vxvdebi jer erti bolo shetevistvis meti dro dagvrcheboda da meorec erti jarimac ro gaemazat over time garantirebuli iyo da meorec 8 wami ro iyo darchenili time out rato ar aigo mwvrtnelma
მე დიდად კალათბურთში ვერ ვერკვევი მაგრამ აშკარად ჩანდა რომ ლიდერებს თამაში ა მისდიოდათ და უფრო მეტად შეიჯლებოდა თუნდაც იგივე ფაცაციას დატვირთვა მითუმეტეს რომ ამ კალათბურთელს არაფერი გაუფუჭებია რა დროც დაჰყო მოედანზე
ჩემი აზრით გარდამტეხი იყო მწვრთვნელის შეცდომა როცა 5 ქულას ვიგებდით და შერმადინი შეცვალა გასაგებია რომ დაიღალა და ბოლოსთის ჭირდებოდა მაგრამ ცენტრად ისეთი კალათბურთელის დაყენება რომლის სიმაღლე 2,03 შეცდომა იყო ამან გამოიწვია ის რომ გუნდი ფარისკენ იხევდა რომ ცენტრი დაეზღვიათ და ასხლეტილი ბურთისთვის უფრო ადვილად ებრძოლათ ამან ხელფეხი გაუხსნა სნაიპერებს და ზედიზედ მივიღეთ რამდენიმე სამქულიანი თან რაც ყველაზე ცუდი იყო ხორვატებმა თამაშის ბოლოსთვის იგრძნეს მაჯა და ცინცაძის ორ ქულიანს სამით პასუხობდნენ მგონი ამან წაგვაგებინა
ისე კალათბურთელები ქების ღირსნი არიან მადლობა მათ თავდადებისთვის
აუ ისეტი ტერმინები იხმარე და ისე გაანალიზე რო რაღა არ ერკვევი))))
სლოვენიამ ესპანეთს მაგარი თამაში უჩვენა და მოუგო კიდეც, მით უფრო დასანანია დღევანდელი მარცხი. ჩვენ ვერც სლოვენიას და ვერც ესპამეთს ვერ მოვიგებთ, ხორვატიათან და ჩეხეთთან შეიძლებოდა მხოლოდ ქულების აღება. გაუმართლა ამ ხორვატიას ისე, როგორც 2 წლის წინ მაკედონიას ბოლო წამზე
როგორც ბოსნიას ბოლო წამზე (ტელეტოვიჩი) იღბალი გვაკლია
არაუშავს მანუ მაგარი კაცი ხარ მიდი გაიხსენით შენ და ვიკა დღეს თქვენ ვერ გამოცოცხლდით და ეგ გვაკლდა დასანანი წაგება იყო ნამდვილად.
დასანანია რომ წავაგეთ, მაგრამ ეგ არაფერი. მანუ ჯიგარი ხარ და გულშემატკივარს შენდამი ენა არ მოუბრუნდება ცუდის სათქმელად.
მიდით მიაწექით ბიჭებო მთავარია ბოლომდე გულით, სულით ბრძოლა და შეიძლება ყველაფერი მოხდეს. უფალი თქვენსკენ!!!!!!!!!!!!
სლოვენია-ესპანეთი
1-2stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw')>0?' https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw':' https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw'))
3-4stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=1XGt9U31nAE')>0?' https://www.youtube.com/watch?v=1XGt9U31nAE':' https://www.youtube.com/watch?v=1XGt9U31nAE'))
ცინცაძემ ყველაზე მეტი ქულა აიღო დგეს კაია
TOP SCORERS GIOGI CINCADZE
ბუ დღეს მართლაც შეუდარებელი იყო... მანუმ კიდევ გვასახელოს სლოვენიასთან
ბ დივიზიონი აღარ არსებობსსსს 2 წელია თითქმის უკვეეე
არაუშავს მანუ
ამას ბ ჯგუფი ბ დივიზიონი გონია წადი ბრატ თავი მოიკალი
Aუუ რა ქნა სლოვენიამ როგორ მოიგო
auuu es ra kna sloveniam ese tu itamashes chventan minimalur shansebze vzivart
(
რა ბ დივიზიონში დაქვეითება რეებს წერს ეს ხალხი თქვენ წამრთელად ხართ? თუ არ იცით კალათბურთი რას პოსტავთ ევროპის ჩემპიონატიდან თურმე ბ დივიზიონში დავქვეითდებით რას არ გაიგებ კაცი რა კალათბურთს პირველად უყურებთ რაღა დროის ბ დივიზიონია
აი ამ ტაბულას გადახედე და ჯანმრთელობა მერე მოიკითხე ოღონდ შენთან!!!
0?'>http://www.altiusdirectory.com/Sports/eurobasket-schedule.html':'>http://www.altiusdirectory.com/Sports/eurobasket-schedule.html'))
შენ დებილი ხარ?
შარშან, ამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რო იყო, ჩვენ ჯგუფში რომ იყვნენ ბოსნია, ლატვია, ჰოლანდია, რუმინეთი, ეგ ბ დივიზიონი იყო?! ჩვენ ბ დივიზიონიდან გავედით ევროპის ჩემპიონატზე?!
ხო რა, გაგიჟდები რეებზე გიწევს ზოგჯერ კამათი აქ.. ბ დივიზიონში დაქვეითებაო.. კარგით რა მართლა..
სლოვენია-ესპანეთი
1- stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw')>0?' https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw':' https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw'))
2- stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=-Qy1PbxyA4k')>0?' https://www.youtube.com/watch?v=-Qy1PbxyA4k':' https://www.youtube.com/watch?v=-Qy1PbxyA4k'))
cincadzes jerjerobit kvelaze meti kula akvs agebuli turshi
რა ქვედა დივიზიონში დაქვეითება, კალათბურთის ყურება დღეს დაიწყეთ?! ეს ევროპის ჩემპიონატია, აქედან ბ დივიზიონში დაქვეითება არავის ემუქრება, ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში!
კორექტულად!
არაკორექტული რა იყო?
7 სექტემბერი
სანიკიძეც დღეს ის არიყო რაც შეუძლია და თუ ორივემ აიწყვიტა ხვალ სლოვენიასთან შეიძლება მოგება(ცინცაძე ჰიკმანი იმედია ისე ითამაშებენ როგორც დღეს).... მიუხედავად იმისა რომ სლოვენია მართლა მაგარი გუნდია და სამიანებსაც მაგრად ესვრიან...
16:30 ესპანეთი-ჩეხეთი
19:45 ხორვატია-პოლონეთი
23:00 სლოვენია-საქართველო
8 სექტემბერი
16:30 პოლონეთი-ესპანეთი
19:45 საქართველო-ჩეხეთი
23:00 სლოვენია-ხორვატია
9 სექტემბერი
16:30 საქართველო-ესპანეთი
19:45 ხორვატია-ჩეხეთი
23:00 სლოვენია-პოლონეთი
სლოვენიასთან თავი უნდა დადონ, როგორმე პერიმეტრი გადავკეტოთ... თან მგონია რო მარკოიშვილი თავს გაიგიჟებს და წინა თამაშისასაც ეხლა ითამაშებს
აი მერე კი ოოოო.... ჩეხეთი რომელსაც უეჭველი უნდა მოვუგოთ(იმედია ხვალ ესპანეთთან გადაიღლებიან)...
უფრო სწორედ პოლონეთმა დათმო ჩეხებთან
ყოჩაღ მაინც ჩვენს ბიჭებს, ქება და ქება და უდიდესი პატივისცემა მათ თავდადებისთვის.
ეხლი კი მოდით ყველანი ცოტათი ძირს დავეშვათ და ვიგაცეების იმედზე ყოფნას თავი გავაბენოთ, სხვაგვარად ვიმსჯელოთ.
რამდენადაც ულამაზესი სპორტია ეს დალოცვილი კალათბურთი, იმდენად ხშირია ალოგიკური რეზულტატები როგორც წესი. მეორე დღეა უკვე რასაც თვალს ვადებნებ და სხვა რომ არაფერი ვთქვა ჩვენს ჯგუფში რაც ხდება უკვე ეს ადასტურებს ყოველივე ამას. ჩვენ პოლონეთი გავანადგურეთ, პოლონეთმა ჩეხეთს 1 ქულით მოუგო, ჩეხებმა სლოვენიელებს კინაღამ მოუგეს, სლოვენია ესპანეთს ტოლი სწორს ეთამაშება ეხლა და ესპანეთმა კი ხორვატია გაანადგურა, რომელთანაც ესეთი დასანანი მარცხი განვიცადეთ. მოდით ერთი აბა და რამე ლოგიკას თუ ნახავთ ამ შედეგებში მომაჭერით კისერი, სხვა ჯგუფებში რა ხდება რომ არაფერი ვთქვათ. მით უმეტეს ძალიან არაპროგნოზირებადი სიტუაციაა და მეცინება რომ ამ ვითარებაში კიდე ვიღაცის იმედზე ყოფნის თეორიებს ვავრცელებთ)
ხოდა ამ ლოგიკით ნაღდად არ გამოვრიცხავ რომ ჩეხეთთან წავაგოთ და სლოვენიელებს მოვუგოთ.
და ესპანელებთან კიდე როგორ და რა იქნება კაცმა არ იცის.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რაც ყველას გამორჩა,და რატომღაც უმნიშვნელოდ მიაჩნიათ. ყოველივე კარგთან ერთად ცუდზეც უნდა ვიფიქროთ. ხომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ დარჩენილი ყველა თამაში წავაგოთ და თეორიულად ისევ და ისევ ამ ლოგიკის მიხედვით ბოლო ადგილზე გავიდეთ?? გვინდა ეხლა ჩვენ ბ დივიზიონისკენ მიმავალ გზას გავუდგეთ??? არარელაურია ხომ?? მაგრამ ესეც ვიფიქროთ რა)))) ამიტომ 1 მოგება ყველა ვარიანტში გვინდა კიდევ, თან ჰაერივით გვჩირდება!!!
boloze gasvla b divizionshi dakveitebas nishnavs? au chven ro exla b divizionshi davkveitdet es ikneba komedia
)))))) maxsovs imdeni xani vchalichobdit a divizionshi amosvlas dzvlivs amovedit da ucbad b dizivioni dzalian cudad momxvda kurshi
))))ise mgoni eg divizioni saertod gaaukmes da tu mainc ar gaukmebula ar mgonia bolo adgilze gasvla b divizionshi dakveitebas nishnavdes
კი გაუქმდა ბრატ მაგრამ ჩვენს ქვემოთ ხომ არის რაღაც)) ანუ დაქვეითება სადღაც ყველა პონტში არ არის გამორიცხული, ნუ ისევ თეორიულად)
მიბაძონ ფეხბურთელებმა კალათბურთელებს
ქეცბაია ყლ..მ უნდა მიბაძოს მანუს და თავის დაძვრენაზე კიარ უნდა იფიქროს აღიაროს რა Yლ..ც არი ! მანუ არაუშავს მაინც ლომი ხარ და ლომად დარჩები !
umagresi xar manu ra und gaaketo ro shenze zemdeti sitkva camomcdes.manus,vikas,cinca,zaza,tokos,shermos,ckitas produktia is rasac exla vukurebt.5-6 clis cin veravin carmoidgenda sakartvelo tu am doneze avidoda.ra tkma unda kokoshkovis cvlilic udidesia am gundis shekmnashi.midit lomebo bolomde sanam aset formashi xart sanam jer kidev umagles doneze shegidzliat tamashi maxsimalurad gamoienet es shansi me mjera jgufidan gaxvalt da imisc mjera ro slovenias saxlshi gaagoreben
კაროჩე რომ მოგვეგო იმენა გასულები ვიქნებოდით მარა არაუშავს მაინც გავალთ
სლოვენია-ესპანეთი
0?'>https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw':'>https://www.youtube.com/watch?v=ms4Yg-acytw'))
დავიჯერო ხორვატები ჩეხებსაც და პოლონელებსაც მოუგებენ?
((
მანუს რაც შეეხება საბოდიშო არაფერი არააქ :* გენაცვალე ჯიგარო მიდი უბერე
ჩეხეთმა მოუგო პოლონეთს
გაიგიჟებენ ჩვენთან თავს იქნებ სლოვენიას მოუგოთ ა?
))
ნეტა ესე ღირსეულად იქცეოდეს ყველა სპორტსმენი!