კალათბურთი

15:16 | 26.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანუ ჯინობილი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

NBA-ს 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონის ჩემპიონ “სან ანტონიო სპურსისა” და არგენტინის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა მანუ ჯინობილმა 2014 წლის კალათბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, რომელსაც ესპანეთი უმასპინძლებს.

ამის შესახებ განცხადება თავად ჯინობილმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჯინობილამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ამ ქვეყნის კიდევ ერთმა ცნობილმა კალათბურთელმა, “ინდიანა პეისერსის” წევრმა ლუის სკოლამ გამოთქვა.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინის მეტოქეები ხორვატია, საბერძნეთი, პუერტო-რიკო, ფილიპინები და სენეგალი იქნებიან.

ჯინობილმა, რომელიც მალე 37 წლის გახდება, 2013-14 წლების NBA-ს ჩემპიონატში საშუალოდ 12,3 ქულა, 3,0 მოხსნა და 4,3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

0.120431