მადრიდის “ატლეტიკოს” საკადრო პრობლემები მოეძალა. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში “მილანის” წინაღმდეგ ვერ ითამაშებს, მანკილიოც შეემატა.
19 წლის მარჯვენა მცველმა კისრის სერიოზული ტრავმა “რეალთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო, როდესაც ის კრიშტიანუ რონალდუს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებს.
მანკილიოს გარდა, “მილანთან” 19 თებერვალს მარცხენა მცველი ფილიპე ლუისი და ცენტრალური ნახევარმცველი ტიაგუ ვერ ითამაშებენ.