პორტუგალიური “პორტუს” ფრანგი ცენტრალური მცველი ელიაკიმ მანგალა “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოექცა.
Daily Mail-ის ცნობით, “ქალაქელები” გეგმავენ, რომ ზაფხულში “წითელი ეშმაკების” შეთავაზება გადაფარონ და 23 წლის ფეხბურთელი თავისთან გადაიბირონ.
მანგალას ტრანსფერი 31 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული. ის “პორტუში” 2011 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა.