ფეხბურთი

22:14 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩი: “ჩემი შეძენა “იუვენტუსს” სურდა”

 

მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი აცხადებს, რომ 2012 წელს, მას ტურინის “იუვენტუსში” გადასვლის შანსი ჰქონდა.

“იუვენტუსს” ჩემი შეძენა 2012 წელს სურდა. ტურინელთა ინტერესის გამო ამაყი ვიყავი, რადგან “იუვე” უმაღლესი დონის გუნდია, ხოლო ბავშვობაში ჯიჯი ბუფონით აღფრთოვანებული ვიყავი.

“იუვენტუსში” გადასვლით მეც ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ როგორც ჩანს, ტურინელებისთვის პრობლემად ჩემი სატრანსფერო ფასი იქცა. შემდეგ “ბაიერნში” გადავედი და მოგვიანებით ბუფონის კარში გოლიც გავიტანე, რაც მეამაყება.” -  ციტირებს მანჯუკიჩის სიტყვებს Fოოტბალლ Iტალია.

მანჯუკიჩი “”ვოლფსბურგიდან” “ბაიერნში” 2012 წელს, 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ხოლო “იუვენტუსის” კარში გოლი მან ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების მეოთხედფინალში გაიტანა, როდესაც მისმა გუნდმა, 2 მატჩის ჯამში, 4:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120477