ზედიზედ 3 წაგების შემდეგ, „მარსელმა“ ლიგა ერთის მატჩში ქულა აიღო. ელი ბოპის გუნდი წაგებათა სერიის შეწყვეტას სტივ მანდანდას უნდა უმადლოდეს, რომელმაც თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება მოახერხა.
„მარსელის“ კარის დარაჯმა ნელსონ ოლივეირას პენალტი 75-ე წუთზე მოიგერია, როდესაც თამაშის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საფუძველი არც ჰქონია და მანდანდამ სამართლიანობა აღადგინა.
„ლიონს“, „გენგამთან“ გამართული ბოლო 2 საშინაო თამაში წაგებული ჰქონდა. რემი გარდის გუნდმა ლიგა ერთში დაბრუნებულ მეტოქესთან არსებული უსიამოვნო ტრადიცია ალექსანდრ ლაკაზეტისა და ბაფეტიმბი გომისის გოლებით დაარღვია. ამ ფეხბურთელებმა თავი შეხვედრის სტარტზე, დროის ორწუთიან მონაკვეთში გამოიჩინეს. „ლიონმა“ ორივე გოლი მეტოქე ფეხბურთელების შეცდომის წყალობით გაიტანა. განსაკუთრებით აღსანისნავია გომისის გოლი. „ლიონის“ მე-18 ნომერი მეკარესთან პირისპირ „გენგამის“ ფეხბურთელმა გაიყვანა.
7-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ზედიზედ მე-2 შეხვედრაში იმარჯვა „რეიმსმა“, რომელმაც „ბასტიას“ უხვგოლიან მატჩში სძლია.
„ვალანსიენმა“, რომელსაც ბოლო 10 თამაშში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა აღებული, მასსავით გასავარდნ ზონაში მყოფ „აიაჩოს“ სტუმრად სძლია და ბოლო ადგილს თავი დააღწია.
რენი-მარსელი 1:1 (1:1)
რენი, “რუტ დე ლორიანი”
რენი (4-2-3-1): კოსტილი, დანსე, კანა-ბიიკი (უტანჯო 83), არმანი, მ’ბენგი, ბაკაიოკო (კონდრასენი 75), მაკუნი, პიტროიპა (უნო 69), კადირი, ალესანდრინი, ოლივეირა.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, აბდალა, ნ’კულუ, დიავარა, მორელი, რომაო, ვანგა, ტოვინი (ჟინიაკი 90+4), ვალბუენა (შეირუ 82), პაიე (კალიფა 70), ჯ. აიუ.
მწვრთნელი: ელი ბოპი.
გოლები: 1:0 ოლივეირა (9), 1:1 ჯ. აიუ (16).
გაფრთხილებები: ბაკაიოკო 56, კანა-ბიიკი 67 - დიავარა 32.
75-ე წუთზე ოლივეირამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
მსაჯი: ალექსანდრ კასტრო.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 12 (5)-11 (4), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-4, ჯარიმა: 8-17.
აიაჩო-ვალანსიენი 1:3 (1:1)
აიაჩო, “ფრანსუა კოტი”
აიაჩო (4-2-3-1): ოჩოა, ანდრე, ზუბარი, ტონუჩი, ორესცენზი, პედრეტი, მოსტეფა, ლასნე, მუტუ, დიარა (ოლიეში 69), ტალო (არაში 78)
მწვრთნელი: ფაბრიციო რავანელი
ვალანსიენი (4-2-3-1): პენეტო, ანგუა, სისი, მატერი (ლალა 76), დუკურტიო, დუმბია, მელიკსონი (ნერი 90), კაგელმახერი, და სილვა, დოსევი (ენზა 86), პუჟოლი
მწვრთნელი: არიელ იაკობსი
გოლები: 0:1 პუჟოლი (26), 1:1 მატერი (32, ს.კ.), 1:2 დოსევი (68), 1:3 პუჟოლი (90+3)
გაფრთხილებები: ტალო 37 - დუკურტიო 15, მელიკსონი 16
მსაჯი: სედ ენჟიმი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 9 (5)-10 (5), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-4, ჯარიმა: 24-17.
ევიანი-ტულუზა 2:1 (0:0)
ენსი, “პარკ დე სპორტსი”
ევიანი (4-4-2): ჰანსენი, მენსა (ფაკუნდო 66), მონგონგუ, ანგულა, საბალი, ვასი, ტიე ბი, სორლინი, ერეტი (ბენეზე 58), ბარბოსა, სუგუ.
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
ტულუზა (4-1-3-2): აჰამადა, ნინკოვი, ორიე, იაგო, სილა (მუბანჯე 83), სპაიჩი, დიდო, აგილარი, შანტომი, ბენ ბაზატი (ბრეითუაიტი 66), ბენ იედერი (რეგატინი 79).
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
გოლები: 0:1 ორიე (53), 1:1 ვასი (61), 2:1 მონგონგუ (90+3, პენ).
გაფრთხილებები: საბალი 39, ბაბროსა 41 - სპაიჩი 23, სილა 62, ნინკოვი 82.
მსაჯი: სტეფან ლენუა.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 7 (3)-7 (4), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 1-4, სეივი: 3-1, ჯარიმა: 16-12.
ლიონი-გენგამი 2:0 (2:0)
ლიონი, “ჟერლანი”
ლიონი (4-4-2): ლოპესი (ჟორჟელინი 32), დაბო, ბისევაცი, უმტიტი, ბედიმო, მალბრანკი, გონალონი (ფერი 53), ფოფანა, გრენიე (ბრიანი 89), ლაკაზეტი, გომისი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
გენგამი (4-4-2): ასემბე, პერეირა (ლევეკი 46), კერბრა, სორბონი, ლემეტრი, ატიკი (ლანგილი 67), მატისი, სანკარე, ბოვუ (დიალო 46), მანდანი, იატაბარე.
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (12), 2:0 გომისი (13).
გაფრთხილებები: ფერი 75 - სანკარე 34, მანდანი 45+4, დიალო 50.
გაძევება: დიალო 52.
მსაჯი: ოლივიე ტუალი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 12 (6)-8 (1), კუთხური: 12-5, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 15-9.
რეიმსი-ბასტია 4:2 (2:0)
რეიმსი, “ოგუსტ დელონი”
რეიმსი (4-3-3): აგასა, მანდი, ტაკალფრედი, ვებერი, სინიორინო, დევო (ალბაეკი 77), კრიშოვიაკი, ონიანჟი, ფორტე (ატარი 67), დე პრევილი (კურტე 84), აიტე.
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
ბასტია (4-3-3): ლანდრო, სიონი (დიაკიტე 85), სკილაჩი, მოდესტო, პალმიერი, საბლი (კრასიჩი 61), ილანი, რომარიკი, ბუდებუზი, კეზერუ (მაულიდა 65), კაზრი.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
გოლები: 1:0 დე პრევილი (25), 2:0 კრიშოვიაკი (44, პენ), 2:1 რომარიკი (47), 3:1 ონიანჟი (50), 4:1 ატარი (81), 4:2 კაზრი (90+3).
გაფრთხილებები: კურტე 88 - კაზრი 88.
მსაჯი: კლემენ ტურპინი.
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 15 (9)-12 (8), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 6-5, ჯარიმა: 15-11.
სოშო-სენტ ეტიენი 0:0
მონბელიარი, “ოგუსტ ბონალი”
სოშო (4-2-3-1): პუპლინი, კორშია, პეიბერნე, ზუმა, ბუმალი, ლოპი (ბუტინი 59), პრჩიჩი, გუერბერი (რუდე 31), ნოგეირა (ფოსურიე 76), კონტუ, ბაკამბუ.
მწვრთნელი: ერვ რენარი.
სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე, კლერკი, ზუმა, პერინი, გულამი, დიომანდი, კონე, კლემენი, ამუმა (გრადელი 77), ერდინგი (ბრანდაო 60), ტაბანუ (სალი 39).
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გაფრთხილებები: ბუმალი 25, პრჩიჩი 34, ლოპი 44 - ამუმა 74.
გაძევებები: ბუმალი 71 - ზუმა 28.
მსაჯი: ბართოლომო ვარელა.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 16 (5)-6 (2), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-5, ჯარიმა: 13-8.