ფეხბურთი

21:03 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინის შესაძლო შემცვლელად ფრანკ დე ბურიც განიხილება

ინგლისური პრესის ცნობით, მომდევნო სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” გაწვრთნის ერთ-ერთი კანდიდატი ამსტერდამის “აიაქსის” დამრიგებელი ფრანკ დე ბურია.

ინგლისელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მომდევნო სეზონიდან, “ქალაქელებს” რობერტო მანჩინი აღარ გაწვრთნის. ეს მოსაზრება აზრს მოკლებული ნამდვილად არაა, რადგან 2 უმთავრესი ტურნირი (პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა) “სიტიმ” შეიძლება ითქვას უბრძოლველად დათმო.

ბუნებრივია, მანჩინის შემცვლელად არაერთი კანდიდატურა სახელდება. გასაკვირი არაა, რომ მწვრთნელების სიას ჟოზე მოურინიო ლიდერობს, თუმცა, თრიბალფოოტბალლ-ის ცნობით, “სიტის” ჩაბარების არცთუ მცირე შანსები აქვს ფრანკ დე ბურს. თუმცა, აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქალაქელებს” ჰოლანდიელის გადაბირება გაუჭირდებათ, რადგან ეს უკანასკნელი ფულს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და მისთვის პრიორიტეტი ისეთი კლუბის გაწვრთნაა, სადაც მას სრული ძალაუფლება ექნება.

ფრანკ დე ბურმა სამწვრთნელო კარიერა 2010 წელს, “აიაქსში” დაიწყო. 2010-11  და 2011-12 წლებში, მან გუნდს ჰოლანდიის ჩემპიონატი მოაგებინა. ამსტერდამელები ერედივიზიონს ამჟამადაც ლიდერობენ.

0.126307