ფეხბურთი

12:49 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინის კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა შეუძლია

სტამბოლის “გალათასარაის” მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაცია Sport Italia-მ გაავრცელა. იტალიური გამოცემის ცნობით, სტამბოლის გუნდის ხელმძღვანელობისა და ახალი მწვრთნელის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუკი სპეციალისტს რომელიმე ევროპული გრანდის შეთავაზება ექნება, შეუძლია თურქეთიდან უპრობლემოდ წავიდეს.

მოლაპარაკებაში პირდაპირაა ჩამოთვლილი იმ კლუბების სია, რომლებში გადასვლაშიც რობერტო მანჩინის ხელს ვერავინ შეუშლის. გამოცემა კლუბებს ვერ აკონკრეტებს, მაგრამ სამაგიეროდ, ირწმუნება, რომ სიაში იტალიის ნაკრებიც წერია.

0.114199