ფეხბურთი

22:59 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: “ზეედორფს დრო სჭირდება”

“გალათასარაის” იტალიელი დამრიგებელი რობერტო მანჩინი “მილანზე” საუბრობს და აცხადებს, რომ “როსონერის” ახალ მთავარ მწვრთნელს, კლარენს ზეედორფს წარმატების მისაღწევად დრო სჭირდება.

“მილანმა” ფორმა წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვის შემდეგ დაკარგა. როდესაც სხვა მოთამაშეებთან ერთად გუნდიდან ტიაგუ სილვასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს უშვებ, სირთულეების გადალახვა მოგიწევს.

ზეედორფს, ისევე, როგორც ყველა მწვრთნელს, დრო სჭირდება. მან რამდენიმე შეცდომაც უნდა დაუშვას. თუმცა, მისი უპირატესობა ისაა, რომ “მილანს” კარგად იცნობს.” – ციტირებს რობერტო მანჩინის სიტყვებს Sky Sport Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10113