ფეხბურთი

18:30 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: “ნაპოლის გაწვრთნაზე უარს არ ვიტყვი”

“მანჩესტერ სიტიდან” ცოტა ხნის წინათ დათხოვნილი იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი არ უარყოფს, რომ მას “ნაპოლიში” მუშაობის პერსპექტივა ხიბლავს.

მანჩინი, რომლის მიერ გაწვრთნილმა “სიტიმ” სეზონი უტიტულოდ ჩაამთავრა, ამჟამად, უმუშევარია. ამის პარალელურად, გაურკვეველია “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაცარის მომავალი. 51 წლის სპეციალისტს ნეაპოლელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

“ნაპოლის” შესაძლო გაწვრთნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მანჩინი შემდეგ პასუხს სცემს: “ნაპოლი” შესანიშნავი გუნდია. ვიქნები თუ არა ამ გუნდის მწვრთნელი? ასეთ შესაძლებლობაზე უარს არ ვიტყვი. ამჟამად, ნეაპოლში ვიმყოფები, მაგრამ ამის მიზეზი სამუშაო არაა.” – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Sky Sport Italia.

0.12099