ფეხბურთი

16:01 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი “გალათასარაის” პრეზიდენტს შეხვდა

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მოლაპარაკებას “გალათასარაისთან” მართავს.

მას მერე რაც “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ფათიჰ თერიმი დაითხოვა, მანჩინის სტამბოლში შესაძლო გადაბარგების შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა.

ახლა კი, თურქულმა კლუბმა თავისი ოფიციალური “ტვიტერის” მეშვეობით დაადასტურა, რომ “გალათასარაის” პრეზიდენტი უნალ აუსალი იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკებას მართლაც აწარმოებს და მხარეები უკვე პირისპირ შეხვდნენ.

ბოლოს მანჩინი “მანჩესტერ სიტიში” მუშაობდა, საიდანაც გასული სეზონის დასრულების შემდეგ დაითხოვეს და მის ნაცვლად ჩილელი მანუელე პელეგრინი მიიწვიეს.

0.118378