2010 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედს” კოლუმბიელი ხამეს როდრიგესის შეძენა 6 მილიონ ევროდ შეეძლო, მაგრამ არჩევანი სხვა ფეხბურთზელზე გააკეთა. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.
იმ პერიოდში, ხამეს როდრიგესი ჯერ კიდევ “ბანფილდში” ასპარეზობდა. კოლუმბიელის აგენტებმა თავიანთი კლიენტი “წითელ ეშმაკებს” შესთავაზეს, მაგრამ ინგლისური კლუბისგან უარი მიიღეს. როდრიგესის ნაცვლად, “მანჩესტერის” იმჟამინდელმა თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა არჩევანი პორტუგალიელ ბებეზე გააკეთა, რომელშიც კლუბმა 9 მილიონი ევრო გადაიხადა...
შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი “ბანფილდიდან” “პორტუში” აღმოჩნდა, გასულ წელს კი, “მონაკოს” მიაშურა. მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, კოლუმბიელს ყველაზე მეტი – 5 გოლი აქვს გატანილი.