“მანჩესტერ იუნაიტედი” ნახევარდაცვის გასაძლიერებლად კვლავ აქტიურად ეძებს ფეხბურთელებს. CNN-ის ცნობით, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “წითელი ეშმაკები” მადრიდის “რეალის” ფეხბურთელის – ლუკა მოდრიჩის შეძენას ეცდებიან.
მოგეხსენებათ, მოდრიჩი “რეალში” გასულ ზაფხულს, ლონდონის “ტოტენჰემიდან” გადავიდა. ტრანსფერის ინიციატორი მადრიდელთა იმჟამინდელი თავკაცი ჟოზე მოურინიო გახლდათ, რომელიც ახლა “ჩელსის” უდგას სათავეში. ძნელი სათქმელია, განიხილავს თუ არა მოდრიჩს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად “რეალის” ახლადდანიშნული თავკაცი კარლო ანჩელოტი.
აღსანიშნავია, რომ მოდრიჩის გარდა, “მანჩესტერის” სატრანსფერო სიაში კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასიცაა.