ფეხბურთი

16:54 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერს” კუადრადო სურს

“მანჩესტერ იუნაიტედი” ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველის – ხუან კუადრადოს შეძენითაა დაინტერესებული. იტალიური პრესის ცნობით, “წითელი ეშმაკები” კოლუმბიელს “ფიორენტინასა” და “უდინეზეს” მატჩში (2:1) დააკვირდნენ.

სამხრეთამერიკელმა კარგი მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა, რითაც ინგლისელები კმაყოფილნი დარჩნენ. ამგვარად, დიდია ალბათობა იმისა, რომ “მანჩესტერმა” “ფიორენტინას” სატრანსფერო წინადადებით სეზონის დასრულებისთანავე მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერის” გარდა, კუადრადოს შეძენა “ბაიერნს”, “არსენალს”, “ბარსელონასა” და სხვა კლუბებს სურთ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111242