“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველის, ფილ ჯონსის “ქუინს პარკ რეინჯერსთან” თამაში საეჭვოა. ამის მიზეზი ნაკრებში მიღებული ტრავმაა.
ჯონსი ინგლისსა და შვეიცარიას შორის გამართული შეხვედრის 77-ე წუთზე შეცვალეს. მას ბარძაყის ტრავმა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება ფეხბურთელის მკურნალობას. ინგლისური პრესის ცნობით, არაა გამორიცხული ჯონსმა 3 კვირა გამოტოვოს.
“წითელი ეშმაკების” რიგებში კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდს ბრაზილიელი მარჯვენა მცველი რაფაელი უბრუნდება. 24 წლის ფეხბურთელს, მიმდინარე სეზონში, ოფიციალურ მატჩში ჯერ არ უთამაშია. ივარაუდება, რომ უახლოეს მომავალში ის სრულ მზადყოფნაში იქნება.