ფეხბურთი

19:44 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერს” ჯონსი 2 კვირით გამოაკლდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ფილ ჯონსი, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, ფეხბურთის თამაშს ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი მუხლის ტრავმაა. 21 წლის ფეხბურთელის დანაკლისი “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა დაადასტურა.

ტრავმის გამო, ჯონსი პრემიერლიგაში “ნორვიჩისა” და “ტოტენჰემის”, ასოციაციის თასზე “სუონსის”, ხოლო ლიგის თასზე “სანდერლენდის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116613