“მანჩესტერ იუნაიტედი” თავდამსხმელ რობინ ვან პერსის 45 მილიონ ევროდ გაყიდის. Sport.es-ის ცნობით, 30 წლის ჰოლანდიელისადმი ინტერესს კატალონიის “ბარსელონა” იჩენს და ინგლისური მხარე ტრანსფერს სწორედ ამ თანხად აფასებს.
როგორც ირკვევა, ვან პერსის დევიდ მოიესთან მუშაობა არ მოსწონს და “ოლდ ტრაფორდზე” თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობს. აქედან გამომდინარე, ჰოლანდიელი “წითელი ეშმაკებიდან” აბარგების წინააღმდეგი არაა.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ვან პერსიმ 11 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი მიითვალა.