ფეხბურთი

20:42 | 21.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” ტელეტრანსლაციებით 60.8 მილიონი იშოვა

 

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში, ტელეტრანსლაციების გაყიდვით, ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოიმუშავა. The Guardian-ის ცნობით, “წითელმა ეშმაკებმა” 60.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს. ეს მანჩესტერელთა რეკორდია.

46 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო “ნორვიჩმა”. მართალია, “ტოტენჰემმა” და “არსენალმა” “ჩელსიზე” დაბალი საფეხურები დაიკავეს, მაგრამ “არისტოკრატებს” ფინანსური კუთხით მაინც აჯობეს. ყველაზე მცირე რაოდენობის თანხა – 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი “ქუინზ პარკ რეინჯერსმა” გამოიმუშავა.

მოსალოდნელია, რომ მომდევნო სეზონში, ტელეტრანსლაციების გაყიდვით, “მანჩესტერი” 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114922