“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობის განცხადებით, კლუბი ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველის – ხუან მატას შეძენას არ ცდილობს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” ესპანელის სანაცვლოდ 37 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა, მანჩესტერელებს ლონდონელთათვის წინადადებით არც კი მიუმართავთ.
შეგახსენებთ, რომ მატას ხილვით “პარი სენ-ჟერმენია” დაინტერესებული.