ფეხბურთი

12:46 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” ლევანდოვსკისთვის 38 მილიონი გადადო

 

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” გერმანული “დორტმუნდის” ფორვარდის – რობერტ ლევანდოვსკის გადაბირებას ეცდება. The Sun-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” პოლონელის სანაცვლოდ 38 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.

“მანჩესტერი” მადრიდის “რეალის” კარში პოკერის ავტორს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ხელფასის სახით, თავდამსხმელი კვირაში 200 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს. საგულისხმოა, რომ ევროპული მედიასაშუალებები ლევანდოვსკის სახელს მიუნხენის “ბაიერნსაც” აქტიურად უკავშირებენ.

თავის მხრივ, “დორტმუნდი” მარიო გიოტცეს გაყიდვის შემდეგ, კიდევ ერთი ლიდერის დაკარგვას არ აპირებს. “სიგნალ იდუნა პარკის” დატოვების დიდი სურვილი არც თავად პოლონელს აქვს.

0.117802