ფეხბურთი

12:52 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” კონდოგბიას თვალი დაადგა

ესპანური “სევილიას” ფრანგი ნახევარმცველი ჟოფრეი კონდოგბია ინგლისის ჩემპიონ “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

The Manchester Evening News-ის ინფორმაციით, მანჩესტერელები ახალი ცენტრალური ნახევარმცველის ძიებას განაგრძობენ. მას შემდეგ, რაც “წითელმა ეშმაკებმა” სესკ ფაბრეგასისა და მარუან ფელაინის შეძენა ვერ მოახერხეს, დევიდ მოიესის ყურადღება 20 წლის ფრანგმა მიიქცია.

უახლოეს დღეებში “მანჩესტერი” ესპანელებს ოფიციალური წინადადებით მიმართავს, თუმცა, რა თანხას შესთავაზებენ ინგლისელები ესპანელებს ჯერჯერობით უცნობია.

ადრე “სევილიას” პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ განაცხადა, რომ კონდოგბიას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ მისი მსურველი კლუბი კონტრაქტში მითითებულ გამოსასყიდ თანხას – 20 მილიონ ევროს გადაიხდის.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113212