მადრიდის “რეალმა” მცველი ფაბიუ კოენტრაუ ინგლისის პრემიერლიგაში არ გაუშვა. BBC-ის ცნობით, პორტუგალიელის ყიდვა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურდა.
საგულისხმოა, რომ “წითელი ეშმაკები” მცველთან კონტრაქტზე შეთანხმებულნი იყვნენ, მაგრამ ტრანსფერი “რეალმა” ჩაშალა.
საქმე ისაა, რომ მადრიდელებს “გრანადას” მცველის – გილერმე სიკეირუს შეძენა სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. შესაბამისად, კოენტრაუს დატოვება გადაწყვიტეს. “მანჩესტერი” პორტუგალიელის საკითხს ზამთარში მიუბრუნდება.