ინგლისური პრესის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” რომის “ლაციოს” შემტევი ნახევარმცველის, ანტონიო კანდრევას შეძენითაა დაინტერესებული.
როგორც ცნობილია, “წითელი ეშმაკები” “ბარსელონადან” ტიაგო ალკანტარას გადაბირებას ცდილობდნენ, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდა ესპანელს გული “ბაიერნისკენ” მიუწევს. Daily Express-ის ცნობით, ახლა, ინგლისელები აქცენტს 26 წლის იტალიელზე აკეთებენ, რომელსაც ისინი კონფედერაციის თასზე აკვირდებოდნენ.
პრობლემა, შესაძლოა, იმან შექმნას, რომ კანდრევას სატრანსფერო უფლებები “ლაციოსა” და “უდინეზეს” შორისაა გაყოფილი. შესაბამისად, “მანჩესტერს” ორ გუნდთან მოლაპარაკება მოუწევს.