ფეხბურთი

13:32 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” ფალკაოს დაუმიზნა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე “მონაკოს” ფორვარდი რადამელ ფალკაოა. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობამ გუნდის თავკაც დევიდ მოიესს ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ევრო გამოუყო. შოტლანდიელი სპეციალისტი ამ თანხის დახარჯვას შეტევის ხაზის გაძლიერებაზე გეგმავს.

ფალკაოს გარდა, “მანჩესტერს” უკავშირებენ მარკო როისის სახელსაც. “ოლდ ტრაფორდის” ბინადრები “დორტმუნდის” გარემარბის შეძენით ზაფხულშიც იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ მხარეებს შორის გარიგება არ შედგა. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117254