ფეხბურთი

11:32 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ვიდალში 35 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ტურინის “იუვენტუსისგან” არტურო ვიდალის შეძენას ჯიუტად ცდილობს. “დეილი მეილის” ცნობით, “წითელი ეშმაკები” 27 წლის ჩილელის აგენტს შეხვდნენ და სატრანსფერო საკითხები განიხილეს.

ვიდალს ტურინელებთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წელს ეწურება, მაგრამ დიდი ალბათობით, კლუბს მიმდინარე სატრანსფერო სეზონშივე შეიცვლის. სამხრეთამერიკელს ახალი გამოწვევები სურს.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელები მადრიდის “რეალის” გარემარბის – ანხელ დი მარიას ტრანსფერზეც მუშაობენ.

 

0.124076