“მანჩესტერ იუნაიტედი” თავდამსხმელ უეინ რუნისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.
საგულისხმოა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდს “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი ხელშეკრულება 2015 წელს ეწურება. თუკი მოლაპარაკების პროცესი გეგმაზომიერად წარიმართება, რუნი მანჩესტერელებთან კონტრაქტს ახალ წლამდე გაახანგრძლივებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო სეზონში, რუნის “ოლდ ტრაფორდიდან” აბარგების ალბათობა ძალზე დიდი იყო. მისი გადაბირება რიგ ევროპულ გრანდებს სურდათ, მაგრამ საბოლოოდ, რუნი დევიდ მოიესის გუნდში დარჩა.