“მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალიდან” კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას კვლავ ჯიუტად ცდილობს. The Sun-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” საგრძნობლად გააქტიურდნენ და არაა გამორიცხული, პორტუგალიელი დაიყოლიონ კიდეც.
ესპანურ პრესაში გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, რონალდუ მადრიდში სახლის გაყიდვას გეგმავს, რადგან “სამეფო კლუბში” თამაში აღარ ხიბლავს. ფაქტია, რომ პორტუგალიელი არც “რეალთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჩქარობს. რამდენადაც ცნობილია, მანჩესტერელები 65 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადასახდელად არიან მზად.
თავის მხრივ, “რეალს” ლონდონის “ტოტენჰემის” ვარსკვლავის – გარეტ ბეილის გადაბირება სურს და ფინანსები სჭირდება, რამაც, შესაძლოა, მადრიდელებს რონალდუზე უარი ათქმევინოს.