ფეხბურთი

9:47 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ორ ჰოლანდიელში 30 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი თავკაცი ლუის ვან გაალი “ოლდ ტრაფორდზე” თავის თანამემამულეებს იწვევს. “დეილი ექსპრესის” ცნობით, “წითელი ეშმაკები” “ფეინოორდის” ფეხბურთელების – ბრუნო მარტინს ინდისა და იორდი კლასის შეძენას ცდილობენ.

ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ, “მანჩესტერი” “ფეინოორდს” 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს. ინგი ამპლუით მცველია, კლასი – ნახევარმცველი. ორივენი 22 წლისანი არიან და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი აქვთ.

“დეილი ექსპრესი” ირწმუნება, რომ “მანჩესტერი” სესკ ფაბრეგასისა და ტონი კროოსის ტრანსფერებზე აღარ ფიქრობს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104275