ფეხბურთი

13:01 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ნახევარმცველს ეძებს

ინგლისის ჩემპიონ “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა კლუბის სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა.

Sky Sports-ის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე უმთავრესი მიზანი კვალიფიციური ნახევარმცველის შეძენა იქნება.

“როგორც კი “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელად დავინიშნე, იმ წამსვე დავიწყე გუნდის გაძლიერების გზების ძებნა. ნახევარმცველი გვჭირდება. მოედნის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელის შეძენა “მანჩესტერს” უთუოდ გააძლიერებს. მაღალკვალიფიციური მოთამაშის შეძენა იოლი არაა. ისეთი ფეხბურთელი გვჭირდება, რომლის თამაშიც გუნდზე მყისიერად აისახება. ჩვენ მხოლოდ უძკლიერესები გვჭირდება”, - თქვა მოიესმა.

“წითელი ეშმაკების” მთავარი სამიზნე სესკ ფაბრეგასია, რომლის ტრანსფერთან დაკავშირებითაც მანჩესტერელები “ბარსელონასთან” ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11963