ტურინის “იუვენტუსს” “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბის – ლუიშ ნანის იჯარით აყვანა სურს, მაგრამ ინგლისის ჩემპიონი უარზეა. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.
“წითელი ეშმაკები” ნანის გაშვების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ მისი სატრანსფერო უფლებების სრულად გაყიდვა სურთ. “იუვენტუსს” ნახევარმცველის იჯარით აყვანა და სეზონის ბოლოს გამოსყიდვა აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ჯერჯერობით, ინგლისელთა დაყოლიება ვერ მოახერხა.
ცნობისათვის, ნანის “მანჩესტერთან” კონტრაქტი 2018 წელს ეწურება.