ფეხბურთი

17:05 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” კროოსში 40 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის – ტონი კროოსის ხელში ჩასაგდებად იბრძვის. ბრიტანული მედიის ცნობით, “წითელი ეშმაკები” 24 წლის გერმანელში 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.

კროოსს მიუნხელებეთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. თავის მხრივ, “მანჩესტერი” “ბაიერნს” სარფიანი წინადადებით მიმართავს და არაა გამორიცხული, ტრანსფერი მსოფლიოს ჩემპიონატამდე გაიჩარხოს.

ცნობისათვის, კროოსმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

 

0.122006