ფეხბურთი

15:22 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” კერიკს გაუხანგრძლივებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” ვეტერან ნახევარმცველ მაიკლ კერიკს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს. ბრიტანული პრესის ცნობით, “ოლდ ტრაფორდზე” დარჩენა თავად 32 წლის ინგლისელსაც სურს.

კერიკს მანჩესტერელებთან მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ინგლისელი არ მალავს, რომ კარიერის დასრულება “ოლდ ტრაფორდზე” სურს.

კერიკის გარდა, “მანჩესტერი” ნემანია ვიდიჩის, რიო ფერდინანდის, პაატრის ევრასა და რაიან გიგზის ახალ კონტრაქტებზეც მუშაობს. ჩამოთვლილ ფეხბურთელებს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტები ზაფხულში ეწურებათ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114377