“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “დორტმუნდის” ცენტრალური მცველის – მატს ჰუმელსის შეძენაზე მუშაობენ. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
როგორც ირკვევა, “წითელი ეშმაკები” 25 წლის გერმანელის სანაცვლოდ 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან. ჰუმელსისთვის ბრძოლაში, “მანჩესტერის” კონკურენტი კატალონიის “ბარსელონაა”.
ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში, ჰუმელსმა 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლით გამოირჩა.