“მანჩესტერ იუნაიტედი” მილანის “ინტერის” ნახევარმცველის – ფრედი გუარინის შეძენას ეცდება. ბრიტანული პრესის ცნობით, “წითელი ეშმაკები” იტალიელებს სატრანსფერო წინადადებით იანვარში მიმართავენ.
“მანჩესტერი” “ინტერს” კოლუმბიელის სანაცვლოდ 17.8 მილიონ ევროს შესთავაზებს. გუარინის “ინტერი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არ მონაწილეობს და ინგლისელებს სამხრეთამერიკელის გამოყენება პლეი ოფში შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ გუარინი “ინტერში” “პორტუდან” გადავიდა.