დიდი ალბათობით, ლისაბონის “ბენფიკას” უკანახაზელი ესეკიელ გარაი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” განაგრძობს. ამის შესახებ Record-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერელები 26 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდიან. ეს სწორედ ის თანხაა, რამდენიც გარაის კონტრაქტის გამოსყიდვა ღირს. ამგვარად, ლისაბონელები მანჩესტერელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ გარაი “ბენფიკაში” 2011 წელს, მადრიდის “რეალიდან” გადავიდა.