მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ლისაბონის “ბენფიკას” გარემარბის – ნიკოლას გაიტანის შეძენას კიდევ ერთხელ ეცდება. ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემები იუწყებიან.
არგენტინელმა გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და “წითელი ეშმაკების” ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. მოგეხსენებათ, მანჩესტერელები სამხრეთამერიკელის შეძენას გასული წლის ზაფხულშიც ცდილობდნენ.
შესაძლოა, გაიტანის სანაცვლოდ, “მანჩესტერმა” “ბენფიკას” პორტუგალიელი თავდამსხმელი ბებე და გარკვეული თანხა შესთავაზოს.