მარკოს როხოს შემდგომ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” თვალი პორტუგალიის ჩემპიონატში მოასპარეზე კიდევ ერთ ფეხბურთელს დაადგა. საუბარი ამჯერად, “ბენფიკას” ნახევარმცველ ნიკოლას გაიტანზეა – გვამცნობს Daily Express-ი.
26 წლის ფეხბურთელით “მანჩესტერის” გარდა, “მონაკო” ინტერესდება, რომელიც მზადაა არგენტინელში 35 მილიონი გირვანქა გაიღოს. თავად გაიტანმა განაცხადა, რომ “ბენფიკას” იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მისი წასვლა კლუბს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
გაიტანი “ბენფიკაში” 2010 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში “არწივების” მაისურით 177 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.
ირაკლი ალიმბარაშვილი