ფეხბურთი

11:26 | 17.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ერერას მიუბრუნდა

 

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბილბაოს” ნახევარმცველის – ანდერ ერერას შეძენას ეცდება. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა AS-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” ბასკის სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს იხდიან. ბილბაოელებს ერერას გაყიდვა 36 მილიონ ევროდ სურს. “მანჩესტერს” ნახევარმცველის ყიდვა ამ თვეშივე სურს, რადგან მომდევნო თვიდან, ერერას კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევრო ხდება.

აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერის” ხელმძღვანელები ერერას გადაბირებას გასული წლის ზაფხულშიც ცდილობდნენ.

0.105928