ფეხბურთი

18:08 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” დე იონგს იწვევს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი თავკაცი ლუის ვან გალი გუნდში თავისი თანამემამულის – ნაიჯელ დე იონგის მიწვევას გეგმავს. ამის შესახებ “დეილი მეილი” იუწყება.

უახლოეს პერიოდში, “მანჩესტერი” “მილანის” ნახევარმცველთან მოლაპარაკებას დაიწყებს. დე იონგის გარდა, ვან გალს ტურინის “იუვენტუსის” შუახაზელი არტურო ვიდალიც სურს.

შეგახსენებთ, რომ 2009-2012 წლებში, დე იონგი “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა.

 

0.113913