ფეხბურთი

12:01 | 14.05.2014 | ნანახია 1763 - ჯერ

“მანჩესტერი” დაცვის გაძლიერებაზე ამუშავდა

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედი” დაცვის ხაზის გაძლიერებას ეცდება. “მირორის” ცნობით, “წითელ ეშმაკებს” კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავთ.

მანჩესტერელთა მთავარი სამიზნე “დორტმუნდის” ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსია. ინგლისელები გერმანელის გადაბირებას დიდი ხანია ცდილობენ. ჰუმელსის გარდა, “მანჩესტერს” “ფეინოორდის” 22 წლის უნივერსალი მცველი ბრუნო მარტინს ინდიც სურს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერის” დაცვის ხაზის ლიდერებს – ნემანია ვიდიჩსა და რიო ფერდინანდს კონტრაქტები ივნისში ეწურებათ და კლუბის შეცვლას გეგმავენ. ვიდიჩი კარიერას მილანის “ინტერში” განაგრძობს, ხოლო ფერდინანდის მომავალი, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

 


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:53 | 14.05.2014
Més que un club (115)

კლოპის ბორუსია, მსოფლიოს ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ულამაზესი გუნდი!!!

16:52 | 14.05.2014
Més que un club (115)

მარტინს ინდი წაიყვანონ, ჰუმელსი არა შაშვი მგალობელი როგორც შაკომ იცის ხოლმე ))

13:57 | 14.05.2014
fero (15151)

კაჭკაჭიშვილი!DDDD

13:26 | 14.05.2014
chamilo (33560)

ღადაობა იცი რა არის,როისმა ხომ 2 დღის წინ განაცხადა ეს ჭორები რომ არ გაგრძელდეს აქვე ვიტყვი რომ არსად არ მივდივარო და ჰუმელსმა კიდევ უფრო ადრე განაცხადა რომ არ წავიდოდა კლუბიდან,მეტ ფეხბურთელს ბორუსია არ დაკარგავს,პირიქით 3 ფეხბურთელი უკვე დაიმატა თითქმის და 2-3 კიდე ეჩალიჩებიან

14:03 | 14.05.2014
D.rose (1898)

მაგაზე ღადაობა იცი რა არის? ამათი წასვლა იმიტომ არ გინდა რომ მერე ბაიერნმა დაითრიოს ))))))

14:07 | 14.05.2014
chamilo (33560)

მაგაზე ღადაობა იცი რა არის 100 % ვიცი ჰუმელსი ბაიერნში არასდროს გადავა თუ იცი მისი ისტორია,თან სულ მე არ მეკითხება წასვლა არ წასვლას,თვითონვე თქვეს არსად მივდივართო

13:22 | 14.05.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

მოკლეს ბორუსია

12:20 | 14.05.2014
Lucky Luciano (3296)

რატომ უნდა წავიდეს ეღტი

0.125668