ფეხბურთი

19:07 | 30.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” და პსჟ რონალდუსთვის ბრძოლას იწყებენ

 

მადრიდის “რეალის” ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს ესპანური გრანდიდან შესაძლო წასვლის საკითხი კვლავ აქტუალურია. პორტუგალიელ შემტევს ისევ თავის ყოფილ კლუბს, “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ.

The Sun-ის ცნობით, “მანჩესტერი” მზადაა, რონალდუს სანაცვლოდ “რეალს” 65 მილიონ გირვანქა სტერლინგი და ლუიშ ნანი შესთავაზოს.

ინგლისური პრესის ცნობით, რონალდუს დაბრუნებაში, “მანჩესტერს” სპორტული ტანისამოსის მწარმოებელი კომპანია “ნაიკი” დაეხმარება. ამერიკულ კომპანიას თავისი ინტერესი აქვს. როგორც ცნობილია, “ნაიკი” “მანჩესტერის” ეკიპირების დამზადებაზე ზრუნავს, ხოლო “რეალს” ამერიკელთა გერმანელი კონკურენტი “ადიდასი” მოსავს. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუ “ნაიკის” სახეა, მას კვირაში 2-ჯერ, მილიონობით ადამიანი, “ადიდასის” ლოგოთი დამშვენებული მაისურით ხედავს და გერმანული კომპანიის პროდუქციის გაყიდვები მატულობს.

რონალდუსთვის ბრძოლაში, “პარი სენ–ჟერმენის” სახით, “მანჩესტერს” სერიოზული კონკურენტი ჰყავს. The Sun-ის ცნობით, პარიზელებმა პორტუგალიელის ტრანსფერის გასაჩარხად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს და თუ საქმე ფულზე მიდგა, “მანჩესტერი” და “ნაიკი” ყატარელ ბიზნესმენებს ნამდვილად ვერ აჯობებენ.

0.159012