ფეხბურთი

17:31 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” და “მონაკო” თურანისთვის იბრძვიან

“მანჩესტერ იუნაიტედი” და “მონაკო” მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველის – არდა თურანის შეძენით არიან დაინტერესებულნი. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

როგორც ირკვევა, მადრიდულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესი უკვე ორივე კლუბს დაწყებული აქვს. საგულისხმოა, რომ ესპანეთიდან აბარგების სურვილი თავად თურქსაც აქვს. მისთვის პრიორიტეტული “მანჩესტერში” გადასვლაა.

ცნობისათვის, თურანმა გასულ სეზონში “ატლეტიკოს” მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

 

0.112379