უახლოეს პერიოდში, “მანჩესტერ იუნაიტედი” მექსიკელ ფორვარდ ხავიერ ერნანდესს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ამის შესახებ Goal.com-ი იუწყება.
როგორც ირკვევა, “წითელმა ეშმაკებმა” სამხრეთამერიკელი თავდამსხმელი დაარწმუნეს, რომ დევიდ მოიესის გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია. “მანჩესტერი” ჩიჩარიტოს ხანგრძლივ კონტრაქტს შესთავაზებს და ანაზღაურებასაც მნიშვნელოვნად გაუზრდის.
ცნობისათვის, ერნანდესის ხილვით ლონდონური კლუბები – “არსენალი” და “ტოტენჰემი” არიან დაინტერესებულნი.