ფეხბურთი

16:02 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ბლინდში 22 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედი” ამსტერდამის “აიაქსს” დეილი ბლინდის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროს სთავაზობს. ამის შესახებ იტალიური გამოცემები იუწყებიან.

ბლინდის ტრანსფერის ინიციატორი “წითელი ეშმაკების” თავკაცი ლუის ვან გალია, რომელიც მცველის შესაძლებლობებს ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებიდან კარგად იცნობს. ინგლისელები ჰოლანდიელებს ოფიციალური სატრანსფერო წინადადებით უახლოეს პერიოდში მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ ბლინდის გარდა, “მანჩესტერი” “ფეინოორდის” მცველ სტეფან დე ვრეისა და ლონდონის “არსენალის” უკანახაზელ ტომას ვერმალენს უმიზნებს.

 

0.112154