უახლოეს პერიოდში, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონს” ლეიტონ ბეინსის ტრანსფერის თაობაზე ახალი წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
რამდენადაც ცნობილია, მანჩესტერელებმა ლივერპულელებს მარცხენაფლანგელის სანაცვლოდ 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს. თავის მხრივ, “ევერტონი” ბეინსში 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის აღებას გეგმავს.
მოგეხსენებათ, “მანჩესტერის” ახლადდანიშნული თავკაცი დევიდ მოიესი “ევერტონში” ბეინსთან ერთად მუშაობდა და ყოფილი შეგირდის “ოლდ ტრაფორდზე” წაყვანით ერთობ მოწადინებულია.